Skip to content
Space FarmsSpace Farms
  • ჩვენ შესახებ
  • მაღაზია
  • სერვისები
  • ბლოგი
  • Spots
    • Eng Eng
    • Geo Geo

გვიხარია რომ ხართ სფეისფარმსის გამომწერი! ჩვენს ვერტიკალურ ფერმაში გაზრდილი ჯანსაღი ფოთლოვანი მწვანილი და ბოსტნეული, სულ რამდნენიმე საათის წინ მოვკრიფეთ და  პირდაპირ სათბურიდან მოემგზავრებიან თქვენსკენ, ცოცხლად, საკუთარი ფესვებით.

შეფუთვაში მოდის:

  • ბაზილიკი (150-170 გრამი)
  • წითელი ბაზილიკი (80-100 გრამი)
  • ვარდისფერი მიზუნა (100-130 გრამი)
  • ბათერქრანჩის სალათი (175-200 გრამი)
  • ცხარე რუკოლა (65-70 გრამი)
  • მიკრო მიქსი (80 გრამი)
  • სვის ჩარდი (200-225 გრამი)
  • საჩუქარი spacefarms – ისგან

ჩვენი ბოსტნეული იზრდება პესტიციდების გარეშე, რითიც ყველაზე მეტად ვამაყობთ. რა არის და რაში გამოიყენება პესტიციდები? პესტიციდები გამოიყენება კულტურების დასაცავად მწერებისგან, სარეველებისგან, სოკოებისგან და სხვა მავნებლებისგან. პესტიციდები ადამიანისთვის ტოქსიკურია და შეიძლება გამოიწვიოს მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რა გზით და რა დოზით ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში.

როგორ შევინახოთ მცენარეები?

ბოსტნეული და მიკრომწვანილები სასურველია დააცალკევოთ და გადაახვიოთ ხელსახოცში შემდგომ კი მაცივარში შეინახოთ მრვალჯერადი ზიპით.

ხელსახოცი მცენარეებს ტენიანობას დააბალანსებს და დიდხანს შეუნარჩუნებს სიჯანსაღეს

ცოცხალი მცენარეების ფესვიანად მიღებისა და მოვლის უპირატესობა ისაა, რომ ის ყველა სასარგებლო და გემოვნურ თვისებასა და სურნელს ინარჩუნებს.

ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ გვაქვს საშუალება სრულად ვაკონტროლოთ ტენიანობა, ტემპერატურა, ჰაერში co2-ის რაოდენობა, და ა.შ. სათბურში ამ პროცესების მართვა გვეხმარება შევქმნათ საუკეთესო გარემო ჯანსაღი და მაღალი ხარისხის პროდუქციის მოსაყვანად, წელიწადის ნებისმიერ დროს რადგან არ ვართ ამინდსა და ტემპერატურაზე დამოკიდებული. პროგრამა კი ზრუნავს იმაზე, რომ მცენარეს ზუსტად იმ რაოდენობის განათება და საკვები მიეწოდებოდეს, რამდენიც სჭირდება.

ურბანული მეურნეობა უფრო მწვანე და მდგრად მომავალზეა ორიენტირებული, რადგან ადგილობრივად მოყვანილ საკვებს სჭირდება ნაკლები ტრანსპორტირება რაც თავისთავად ამცირებს ეკოლოგიურ ნაკვალევს.

Spacefarms – ი პასუხოვს მსოფლიო გამოწვებებს და არასტაბილურ გარემოში სტაბილურად აწვდის მომხმარებელს ჯანსაღ, პესტიციდებისგან სრულად დაცლილ ბოსტნეულს.

  • ბაზილიკი – გამოირჩევა ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინ K-თი.
  • ვარდისფერი მიზუნა – სავსეა ვიტამინებით A, K და C, ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებში.
  • ბათერქრანჩის სალათი –  მდიდარია ვიტამინებით K და A და შეიცავს ფოლატს, მანგანუმს, კალიუმსა და რკინას.
  • მიკრო მიქსი – მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით.

იმედია საინტერესო კულინარიულ ექსპერიმენტებსაც ჩაატარებთ და გაგვიზიარებთ თქვენს რეცეპტებს. ჩვენ კი გიზიარებთ ჩვენს ბლოგს სადაც ნახავთ სპეციალურად სფეისფმარმსისთვის შექმნილ მარტივ და გემრიელ რეცეპტებს

ვერტიკალური ფერმა – აგროკულტურის ეკო მეგობრული მომავალი

წესები

გამოყენების წესები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

© Spacefarms 2025

Site by Tetragon

Photo Credits: Adjara Group

გამოგვყევით

Facebook

Instagram

კონტაქტი

14, მ. კოსტავას ქ. თბილისი, 0108, საქართველო

[email protected]

+995 32 2020020

  • ჩვენ შესახებ
  • მაღაზია
  • სერვისები
  • ბლოგი
  • Spots
  • შესვლა
    • Eng Eng
    • Geo Geo

შესვლა

დაგავიწყდათ პაროლი?

რეგისტრაცია

A password will be sent to your email address.

Your personal data will be used to support your experience throughout this website, to manage access to your account, and for other purposes described in our კონფიდენციალურობის პოლიტიკა.