Ზღვის პროდუქტის რიზოტო წითელი მჟაუნათი

Რეცეპტი შექმნილია სპეციალურად სფეისფარმსისთვის ჯეფრი სპეარის მიერ. განკუთვნილია 4 ადამიანისთვის.

ინგრედიენტები:

  • 473 მლ თევზის ნახარში
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 130 გრ წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
  • 4 ცალი დაფნის ფოთოლი 
  • 130 გრ არბორიო ბრინჯი
  • 60 მლ წითელი ღვინო
  • 16 დიდი კრევეტი
  • 12 სკალოპი 
  • 115 გრ კალამარი
  • 115 გრ სფეისფარმსის წითელი მჟაუნა
  • 4 ს/კ კარაქი
  • 64 გრ დახეხილი პარმეზანი
  • Მარილი და პილპილი გემოვნებით

Მომზადების წესი

Პატარა ქვაბში წამოადუღეთ თევზის ნახარში და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე.

დიდ ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ ხახვი, დაფნის ფოთოლი, ნიორი და მოთუშეთ დარბილებამდე. დაუმატეთ ბრინჯი და მოურიეთ 1 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. 

ნელ-ნელა დაასხით ნახარში ბრინჯს და თან ურიეთ, სანამ სითხე მთლიანად არ შეიწოვება. დაასხით ღვინო და მოურიეთ. 

სურვილისამებრ, სასურველ კონსისტენციამდე მისაყვანად, შეგიძლიათ ბრინჯს დაუმატოთ ღვინო, ნახარში ან წყალი. 

გააჩერეთ ბრინჯი დაბალ ცეცხლზე, დაუმატეტ კრევეტები, სკალოპი, კალამარი, ისპანახი და დაახურეთ თავსახური. Გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ კარაქი და პარმეზანი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზღვის პროდუქტი არ დაიშალოს. დაამატეთ მარილი და პილპილი და გადაიტანეთ თეფშებზე.