Რეცეპტი შექმნილია სპეციალურად სფეისფარმსისთვის ჯეფრი სპეარის მიერ. განკუთვნილია 4 ადამიანისთვის.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 170 გრ ბეკონი
- 2 წითელი ხახვი
- 4 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
- 1 ს/კ შავი პილპილი
- ½ ჩ/კ მარილი
- 450 გრ თხელი სპაგეტი
- 2 დიდი კვერცხის გული
- 1 ჩ/კ გახეხილი ლიმონის ქერქი
- 2 ლიმონის წვენი
- 85 გრ გახეხილი პარმეზანი
- 260 გრ მიზუნა (გარეცხილი და გამშრალი)
Მომზადების წესი
დიდ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი, დაამატეთ ბეკონი და ხშირად ურიეთ, სანამ არ გაყავისფრდება. დაამატეთ ხახვი და ნიორი და გააჩერეთ დარბილებამდე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
Პარელელურად, დიდ ქვაბში მოამზადეთ სპაგეტი, გამორთეთ მოხარშვამდე. გადაიტანეთ სპაგეტი ტაფაზე და დროდადრო მოურიეთ.
ტაფა გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ კვერცხი, ლიმონის ქერქი, წვენი და მოურიეთ სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ. დაამატეთ მიზუნა და პარმეზანი, ურიეთ მიზუნას დარბილებამდე. Შეგიძლიათ დაამატოთ სპაგეტის ნახარშიც.
Სერვირებისთვის გაანაწილეთ სპაგეტი 4 ჯამში, დაამატეთ პარმეზანი და ლიმონის ქერქი.