წესები და პირობები

ტერმინთა განმარტება

თქვენ / მომხმარებელი – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე ან/და ათავსებს შეკვეთას.

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ:

  • აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებგვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს;
  • აცხადებთ თანხმობას, რომ წინამდებარე წესები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას პროდუქტების/სერვისების მომხმარებელსა/შემძენსა და საქონლის/სერვისების მომწოდებელს შორის;
  • აცხადებთ თანხმობას ვებგვერდის სარგებლობის პირობებზე;
  • ადასტურებთ, რომ მოგვაწვდით სრულ და ზუსტ ინფორმაციას;


  • ადმინისტრატორი

Spacefarm.ge ვებგვერდს მართავს “აჭარა ჯგუფი“(მისამართი: მ. კოსტავას #14, ქ. თბილისი, საქართველო, 0108).


  • შეკვეთის განთავსებისა და მიღების ინსტრუქცია

ვებგვერდზე შეკვეთის განთავსება შესაძლებელია ორგვარად: ერთჯერადად და ყოველთვიური გამოწერის სახით. 

2.1 ერთჯერადი შეკვეთა

ერთჯერადი შეკვეთის განთავსება შესაძლებელია რეგისტრაციის გავლის გარეშე. საბანკო გადარიცხვით დადასტურებულ შეკვეთას მომხმარებელი ფერმის მისამართზე (მ. კოსტავას #14, ქ. თბილისი) ჩაიბარებს გადახდის დადასტურებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ შეძლებს მეორე დღეს შეკვეთის აღებას, იგი ვალდებულია ფერმას დაუკავშირდეს საკონტაქტო ნომერზე და შეათანხმოს წაღების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს შეკვეთის დადასტურებიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეზე მეტი. შეკვეთის წაღების ვადაგადაცილების შესაბამისად, მომხმარებელს შეკვეთა დახვდება ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული 3-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ფერმა უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა. გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მხარეები უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ შეკვეთის მომხმარებლის მისამართზე მიწოდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს დაეკისრება ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა (5 ლარის ოდენობით).

შენიშვნა: არასტანდარტული (საიტზე განთავსებული შეთავაზებებისგან განსხვავებული) შეკვეთის განთავსების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი და ფერმა შეთანხმდებიან მიწოდების ვადასა და პირობებზე.

2.2 ყოველთვიური გამოწერა

გამომწერებს შესაძლებლობა აქვთ გახდნენ ფერმის წევრები და ყოველთვიურად გადაიხადონ ბოქსის ღირებულება.

გამომწერებს შეუძლიათ თავად აირჩიონ თვის განმავლობაში მისაღები ბოქსების სტანდარტული სიხშირე თვეში მინიმუმ 1,  თვეში 2 ჯერ და 3 მიწოდება. 

რეგისტრაცია

ყოველთვიური გამოწერის განსახორციელებლად აუცილებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა, რისთვისაც საჭიროა ზუსტი ინფორმაციის მითითება:

  • სახელი, გვარი
  • პირადი ნომერი
  • ელ. ფოსტა
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
  • ზუსტი ფაქტობრივი მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მიწოდება.

იმ შემთხვევაში, თუ გამომწერების რიცხვი მიაღწევს მაქსიმუმს, მორიგი მსურველები მოთავსდებიან მოსაცდელ სიაში. რომელიმე მომხმარებლის მიერ გამოწერის გაუქმების შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში მყოფი მსურველი, რიგითობის მიხედვით.

მიწოდება

მიწოდება განხორცილდება მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენში (კიკეთი, ოქროყანა, შინდისი, წავკისი, ტაბახმელა, წყნეთი, კოჯორი).

მიწოდება იწყება გამოწერის რეგისტრაციიდან და თანხის ჩამოჭრიდან მეორე თვეს.

ყოველთვიური გამოწერის შემთხვევაში მომხმარებელს ბოქსი მიეწოდება  09:00-18:00 საათებში თვის შემდეგ რიცხვებში:

  • თვეში ერთხელ გამოწერის შემთხვევაში 01-02 რიცხვებში; 
  • თვეში ორჯერ გამოწერის შემთხვევაში 10-11 და 20-21 რიცხვებში;
  • თვეში სამჯერ გამოწერი შემთხვევაში 01-02, 10-11 და 20-21 რიცხვებში;

*თუ აღნიშნული რიხვები დაემთხვევა შაბათ-კვირას მიღებული შეკვეთების მიწოდება მოხდება პარასკევს ან ორშაბათს.

მომხმარებელი ვალდებულია ფერმა გააფრთხილოს მიწოდების თარიღამდე არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღისა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადის დაცვა შეუძლებელია), თუ ვერ მოხდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის მიღება. გაფრთხილების წესის დაცვით ან დაუცველად მიუწოდებელი შეკვეთის მიღებას მომხმარებელი პირადად შეძლებს ფერმის მისამართიდან, არაუგვიანეს მიწოდების თარიღიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ფერმას აღარ დაეკისრება მიუწოდებელი შეკვეთის მომხარებლისთვის გადაცემის ვალდებულება. შესაბამისად, ამ შეკვეთის ღირებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

შეკვეთის წაღების ვადაგადაცილების შესაბამისად, მომხმარებელს შეკვეთა დახვდება ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით.

ნაკლიანი პროდუქციის მიწოდება

ფერმა პასუხისმგებლობას და შესაბამისად, პროდუქტის ჩანაცვლების ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს ნაკლი აღმოაჩნდება კურიერის მიერ მომხმარებლისთვის გადაცემის მომენტში. შესაბამისად, მომხმარებელი ვალდებულია გადაცემის მომენტში შეამოწმოს პროდუქტის ხარისხი და ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 საათისა მიმართოს ფერმას საკონტაქტო ელ.ფოსტაზე/ნომერზე და გაუგზავნოს ნაკლის დამამტკიცებელი ფოტო/ვიდეო მასალა. ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში, ფერმას აღარ დაეკისრება პროდუქციის ჩანაცვლების ვალდებულება. ნაკლიანი პროდუქციის ღირებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

გადახდა

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ თავდაპირველად შეყვანილი საბანკო ინფორმაციის საფუძველზე, ფერმა უფლებამოსილია ყოველი თვის დასაწყისში განახორციელოს თანხის ჩამოჭრა, მომხმარებლის შემდეგი თანხმობის გარეშე.

მომხმარებელს პირადი საბანკო მონაცემები შეჰყავს უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე. ფერმას არ აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე. შესაბამისად, ფერმა იძლევა გარანტიას, რომ არ განახორციელებს მომხმარებლის ანგარიშიდან სხვა თანხის ჩამოჭრას, გარდა ყოველთვიური გამოწერის ღირებულებისა, რომელსაც მომხმარებელი დასაწყისში დაეთანხა.

გამოწერის შეჩერება

მომხმარებელი უფლებამოსილია შეაჩეროს გამოწერა, რის შესახებაც ფერმა უნდა გააფრთხილოს პროდუქტის მიწოდებამდე არანაკლებ 2  (ორი) სამუშაო დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ჩვეულებრივ რეჟიმში ჩამოეჭრება გამოწერის საფასური, ხოლო მიუწოდებელი პროდუქტების მომხმარებლისთვის ჩაბარება მოხდება მასთან შეთანხმებულ დროსა და ადგილას.

გამოწერის გაუქმება

მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს გამოწერა გაუქმებამდე 1 (ერთი) თვით ადრე შეტყობინების გზით. გაუქმების რიცხვის მიუხედავად, მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მიმდინარე თვის მიწოდების საფასური და შესაბამისად მიეწოდება პროდუქცია.

  1. პერსონალური მონაცემები 

მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე. 

ფერმა ვალდებულებას იღებს დაიცვას კონფიდენციალურობა მომხმარებლის მიერ შევსებული/მოწოდებული პერსონალური მონაცემების მიმართ და არ გადასცეს მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

პერსონალური მონაცემების ფერმის ვებგვერდზე შევსება აუცილებელია მომხმარებლების იდენტიფიკაციისა და პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით. ფერმა უფლებამოსილია საგადასახადო მიზნებისთვის მომხმარებლის ინფორმაცია შეინახოს შემდეგი ვადით: ერთჯერადი შეკვეთის შემთხვევაში – შეკვეთის მიწოდებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში; ყოველთვიური გამოწერის შემთხვევაში – გამოწერის გაუქმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. ფერმა უფლებას იტოვებს, მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს რემარკეტინგისთვის. 

  1. საავტორო უფლებები

ნებისმიერი მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია წინამდებარე საიტზე, მათ შორის, ფოტოები, აუდიო/ვიდეო მასალა, გამოსახულება, დიზაინი, სასაქონლო ნიშანი (შემდეგში „მასალა“) წარმოადგენს ფერმის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებით.

მასალის გამოყენება, ფერმის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, აკრძალულია. დაუშვებელია მასალის  ან მისი ნაწილის გამოქვეყნება, რეპროდუცირება, დისტრიბუცია, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით გამოყენება.

დაუშვებელია მასალის ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა ან/და ფერმის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების დისკრედიტაცია.

  1. პასუხისმგებლობა

ფერმა მომხმარებლებს არ აძლევს გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, მომხმარებელი უფლებამოსილია, მიიღოს და დანერგოს პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ფერმა არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს.

შეკვეთის განთავსებით მომხრებელი აცხადებს თანხმობას, რომ სრულად არის პასუხისმგებელი ფერმის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების დირექტორების, თანამშრომლების, აქციონერების და მეწილეებს ყოველგვარ ზიანზე, ზარალსა და დანახარჯზე, თუ ასეთი ზიანი, ზარალი ან დანახარჯი დადგება მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესებით განსაზღვრული პირობებისა და დებულებების არასრული და არაჯეროვანი შესრულების/გამოყენების შედეგად.

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის ადგილი

ამ ვებგვერდის მოხმარებაზე ვრცელდება საქართველოს ყველა რელევანტური სამართლებრივი აქტი, ინტერესთა კონფლიქტის პრინციპების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის დავა წარმოიქმნება ვებგვერდის მომხმარებელსა და ფერმას ან მასთან დაკავშირებულ კომპანიას შორის.

ნებისმიერი დავა ან საჩივარი, რომელიც რაიმე სახით ეხება ვებგვერდს, პროდუქტს ან მომსახურებას გაყიდულს/მიწოდებულს გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ.

  1. ქუქი (Cookies) ფაილები 

ქუქი ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომელსაც თქვენი ბრაუზერი ინახავს თქვენს კომპიუტერში. ეს ფაილები ვებსაიტებს საშუალებას აძლევს კონტენტი მოარგოს მომხმარებელს. ქუქი ფაილები შეგიძლიათ აღიქვათ როგორც ვებსაიტის მეხსიერება, რომელიც გამოიცნობს როდის ბრუნდებით და შესაბამისად რეაგირებს.

თუ არ გსურთ ქუქი-ფაილების მიღება, შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებში აირჩიოთ, რომ მიიღოთ შეტყობინება, როდესაც გეგზავნებათ ქუქი-ფაილები, ან შეგიძლიათ საერთოდ უარი თქვათ ქუქი-ფაილების მიღებაზე. აგრეთვე, შეგიძლიათ წაშალოთ უკვე ჩაწერილი ქუქი-ფაილები.

ქუქი-ფაილების გამოყენება

Google Analytics

ფერმა იყენებს Google Inc.-ის (Google) მიერ უზრუნველყოფილ ვებანალიზის სერვისს – Google Analytics, რომელიც იყენებს ქუქი-ფაილებს იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ გამოიყენება ვებსაიტი, ფერმის სისტემაში თქვენი გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

ამ ვებსაიტზე გამოყენებული იქნება ეგრეთწოდებული “მომხმარებლის იდენტიფიკატორი”. Google Analytics-ში მომხმარებლის იდენტიფიკატორი ფუნქციონირებს, როგორც მომხმარებლის ფსევდონიმი. Google თქვენს ონლაინ ქცევასა და მომხმარებლის იდენტიფიკატორს აკავშირებს თქვენს პროფილთან. Google Analytics თვალს ადევნებს თქვენს აქტივობებს ანონიმურად სხვადასხვა მოწყობილობებში (პლანშეტი, სმარტფონი და სხვა).

ქუქი-ფაილების საშუალებით გენერირებული ინფორმაცია მომხმარებლის მიერ ვებსაიტის გამოყენების შესახებ (მათ შორის თქვენი IP მისამართი) Google-ის მიერ გადაცემული და შენახული იქნება სერვერებზე აშშ-ში. Google ამ ინფორმაციას გამოიყენებს თქვენ მიერ ვებსაიტის გამოყენების შესაფასებლად, ვებსაიტზე აქტივობების შესახებ ჩვენთვის ანგარიშის შესადგენად და სხვა სერვისების უზრუნველსაყოფად, ვებსაიტზე აქტივობებთან და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით. Google-მა ეს ინფორმაცია შეიძლება გადასცეს ასევე მესამე მხარეებს, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა, ან როდესაც მესამე მხარეები გადაამუშავებენ ინფორმაციას Google-ისთვის. Google არ დააკავშირებს თქვენს IP მისამართს მის ბაზაში არსებულ სხვა მონაცემებთან.

Google იღებს მხოლოდ მომხმარებლის იდენტიფიკატორს, პროფილის შემცველი ინფორმაციისა და სხვა პირადი მონაცემების გარეშე. შექმნილი პროფილის მოკლე ვერსია ხელმისაწვდომია ჩვენთვის. ჩვენ არ ვაკავშირებთ თქვენს სხვა პირად მონაცემებს პროფილთან, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის იდენტიფიკატორთან.

აგრეთვე შეგიძლიათ უარი თქვათ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე თქვენი ბრაუზერის სათანადო პარამეტრების არჩევით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ვებსაიტის ფუნქციონირების ყველა შესაძლებლობით. ამ ვებსაიტის გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ Google-ის მიერ თქვენი მონაცემების გადამუშავებაზე ისეთი მეთოდებით და იმ მიზნებით, როგორც ზევით არის აღწერილი.

Facebook Pixel

ფერმის ვებგვერდი იყენებს Facebook-ის „Facebook Pixel“-ს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება Facebook-ის სერვერებს. ამ გზით Facebook-ის სერვერს გადაეცემა ინფორმაცია, რომ თქვენ ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ. ამ ინფორმაციას Facebook მომხმარებლის თქვენს პირად ანგარიშს აბამს, თუ Facebook-ზე ასეთი ანგარიში გაქვთ და თქვენ მასში შეხვედით. თუ თქვენ სხვა ვებგვერდებს სტუმრობთ, რომლებიც აგრეთვე იყენებენ პროდუქტებს „Facebook Custom Audience” / „Facebook Pixel”, ეს ინფორმაციებიც თქვენს სამომხმარებლო ანგარიშს დაუკავშირდება. მაგრამ ჩვენთვის უცნობია, სხვა კიდევ რომელ ვებგვერდებს სტუმრობთ. თუ ჩვენი ვებგვერდის სტუმრობისას თქვენ არ ხართ შესული Facebook-ში ან არ ხართ Facebook-ის მომხმარებელი, ინფორმაცია თქვენ მიერ ვებგვერდების სტუმრობის შესახებ არ მიებმება Facebook-ის მომხმარებლის ანგარიშს.

თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ თვალის დევნების ფუნქცია მომხმარებლის იდენტიფიკატორის საშუალებით, ელ.ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: [email protected].

  1. კონტაქტი

თქვენ შეგიძლია ფერმას დაუკავშირდეთ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 11:00 – 18:00 საათების განმავლობაში შემდეგ ელ. ფოსტასა და ნომერზე: 

ელ. ფოსტა:  [email protected]