კრაბისა და ბათერქრანჩის სალათი

Რეცეპტი შექმნილია სპეციალურად სფეისფარმსისთვის ჯეფრი სპეარის მიერ. განკუთვნილია 4 ადამიანისთვის. 

ინგრედიენტები:

  • 120 მლ ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს/კ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ ახლადგამოწურული ლაიმის წვენი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • ¼ ჩ/კ შავი პილპილი
  • 128 გრ პალმის გული
  • 228 გრ კრაბი
  • 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ქინძი
  • 1 ს/კ თხელ ზოლებად დაჭრილი ბაზილიკი
  • 1 ს/კ თხელ ზოლებად დაჭრილი პიტნა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 113 გრ რუკოლა
  • 2 გათლილი და გრძელ ნაჭრებად დაჭრილი ფორთოხალი

Მომზადების წესი

დრესინგისთვის ერთმანეთს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონი, ლაიმი, თაფლი, მარილი და პილპილი. Მოათავსეთ პალმის გული ჯამში, დაასხით დრესინგის ნახევარი და მოურიეთ. Დააახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში 1 საათით. 

მეორე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს კრაბი, ქინძი, ბაზილიკი, პიტნა, მარილი, პილპილი და 1 ჩ/კ  დრესინგი. Მიაქციეთ ყურადღება, რომ კრაბი არ დაიშალოს. 

Სერვირებისთვის გაანაწილეთ რუკოლა 4 თეფშზე, დაამატეთ კრაბი და პალმის გული. გააფორმეთ ფორთოხლით და დამატებით მოასხით დრესინგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

20 − 9 =