Რეცეპტი შექმნილია სპეციალურად სფეისფარმსისთვის ჯეფრი სპეარის მიერ. განკუთვნილია 6-8 ადამიანისთვის.
ინგრედიენტები:
- 1.5 ჭიქა სფეისფარმსის ახლადმოწყვეტილი იტალიური ბაზილიკი.
- 1 ჭიქა ბრტყელფოთლიანი იტალიური ოხრახუში
- Ნახევარი ჭიქა კედრის კაკალი
- 2 კბილი ნიორი, მსხვილად დაჭრილი
- 2 ლიმონის გახეხილი კანი
- 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
- Მარილი გემოვნებით
- 900 გრ ლინგვინი
Მომზადების წესი:
Ბლენდერში მოათავსეთ ბაზილიკი, ოხრახუში, კედრის კაკალი, ნიორი და ლიმონის კანი. Გამოურთავად დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. Მასამ უნდა მიიღოს პასტას კონსისტენცია. დაუმატეთ პარმეზანი და თუ საჭიროა, ზეთი. Საბოლოოდ დაუმატეთ ლიმონის წვენი და მარილი გემოვნებით.
Მოხარშეთ ლინგვინი ინსტრუქციების თანახმად, გადაწურეთ და მოათავსეთ დიდ ჯამში. დაუმატეთ პესტო და მოურიეთ.
დაყავით 6 ან 8 პორციად, თეფშებზე დაამატეთ პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ბაზილიკი.