ვერტიკალური ფერმა – აგროკულტურის ეკო-მეგობრული მომავალი

ალბათ საოცარი შეგრძნებაა, როდესაც რეკორდულად დიდი მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი ხარ, თუმცა, პრობლემებმა, რომლებთან გამკლავებაც ჭარბი მოსახლეობის გამო გვიწევს, შესაძლოა, სხვაგვარად გაფიქრებინოს. დემოგრაფიული აფეთქების წყალობით გამოწვეულ უდიდეს პრობლემებს შორის უმთავრესი მზრდადი მსოფლიო შიმშილია, რომელიც მოსახლეობის 9.9 პროცენტს აწუხებს; უფრო კარგად რომ შეძლოთ წარმოდგენა, დაახლოებით 811 მილიონი ადამიანი ყოველ ღამე მშიერი იძინებს. ჩვენ, როგორც მსოფლიო მოქალაქეებს, პასუხისმგებლობა გვეკისრება, რომ მუდმივად მზრდადი მოსახლეობა გამოვკვებოთ. ამ პრობლემის გადასაჭრელი ერთ-ერთი გზა, შესაძლოა, ვერტიკალური ფერმა იყოს.

შემდეგი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც ჩვენს პლანეტას უწევს ჭარბი წარმოებაა, რომლის შედეგებსაც ბუნება ყოველდღიურად იმკის. ამ ბლოგის წაკითხვის მომენტში მსოფლიოს საცხოვრებლად ვარგისი მიწის ნახევარი, უფრო კონკრეტულად მილიონობით ჰექტარი, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის გამოა დაკავებული, რაც ათასობით ცხოველს უსახლკაროდ ტოვებს. პესტიციდების, ქიმიური სასუქებისა და ცხოველების ნარჩენების გამო, სასოფლო სამეურნეო საქმიანობა მსოფლიო სათბურის აირების 30%-ზეა პასუხისმგებელი.

იქედან გამომდინარე, რომ, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ზრდა 2 მილიარდითაა ნავარაუდები, ფერმერები იწყებენ იმის გაანალიზებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკო-მეგობრული აგროკულტურული ჩვევების ჩამოყალიბება, რათა არ გავანადგუროთ პლანეტის მომავალი სათბურის აირების გაზრდითა და ჯანსაღი ეკოსისტემების მოსპობით.

რა არის ვერტიკალური ფერმა?

წარმოიდგინე, რომ დეკემბრის ცივ დღეს კაფეში შედიხარ და სალათს აგემოვნებ, რომელიც ახლად მოკრეფილი სალათის ფურცლების, მწიფე წითელი პომიდვრისა და სურნელოვანი რეჰანისგანაა მომზადებული. არარეალურად ჟღერს, არა? სულაც არა. ვერტიკალური ფერმის წყალობით  უახლესი პროდუქტის მიღება წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რომელიც შენს ლოკალურ ფერმაში მოჰყავთ.

მაინც რა არის ვერტიკალური ფერმა? ვერტიკალური მეურნეობა მცენარეების ვერტიკალურად განლაგებულ სტრუქტურებზე მოყვანის პრაქტიკაა, ჰორიზონტალურის ნაცვლად, რაც ტრადიციულ ფერმებში გვხვდება. ვერტიკალურ ფერმაში გარემო მთლიანად კონტროლირებადია და არ არის დამოკიდებული ბუნებაზე ან გარემო ფაქტორებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა და განათება ადამიანის მიერ ხელოვნურად ცვალებადია. ვერტიკალური მეურნეობის მთავარი მიზანი პატარა სივრცეში მაქსიმალური პროდუქტიულობის მიღწევაა.

ვერტიკალური ფერმა წლის განმავლობაში მცენარეების მუდმივ მოყვანას უზრუნველყოფს

როგორც უკვე ვახსენეთ, ვერტიკალური მეურნეობა არ არის დამოკიდებული ამინდზე, რაც მას სანდოობას ანიჭებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის დროს, რადგან კლიმატ-კონტროლირებად გარემოში პროდუქტის მუდმივი მოყვანა მისი გემოს ან ხარისხის გაფუჭების გარეშე შესაძლებელია.

სივრცის ოპტიმალური გამოყენება

ტრადიციული მეურნეობა მსოფლიოს საცხოვრებლად ვარგისი მიწების ნახევარს იკავებს, რაც გარემოსათვის სასარგებლო ან შენარჩუნებადი სულაც არ არის. მაშინაც კი, სურათი სულ სხვანაირი რომ ყოფილიყო, მუდმივად მზარდ მოსახლეობასთან ერთად შეუძლებელი იქნებოდა კიდევ უფრო მეტი ნაყოფიერი მიწის პოვნა, რაც თავის წვლილს შეიტანდა მსოფლიო შიმშილის დამარცხებაში. ვერტიკალური ფერმა, ტრადიციულთან შედარებით, მაღალი პროდუქტიულობის საშუალებას ბევრად პატარა სივრცეში იძლევა, რისთვისაც ვერტიკალურად განლაგებულ სტრუქტურებს უნდა ვუმადლოდეთ.

ეს ყველაფერი უკეთ რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ ნახევარ ჰექტარზე განლაგებულ ვერტიკალურ ფერმას შეუძლია იმდენი მოსავლის აღება, რამდენიც 4-8 ჰექტარზე გაშენებულ ტრადიციულ ფერმას.

წყლის მცირე რაოდენობით გამოყენება

ვერტიკალური მეურნეობა ბევრად ნაკლებ წყალს საჭიროებს ტრადიციულ ფერმებთან შედარებით და იქედან გამომდინარე, რომ წყალი პროცესის შემდეგაც სუფთა რჩება, მისი ხელახლა გამოყენებაც შესაძლებელია, რაც დანაკარგსაც და საბოლოო დანახარჯსაც ამცირებს. ნაკლები წყლის გამოყენება გარემოსა და შემცირებული წყლის მარაგზე ნაკლებად ნეგატიური ზეგავლენის ქონას ნიშნავს.

უპესტიციდო საკვები

პესტიციდი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ხშირად გამოიყენება ისეთი ორგანიზმების გასაკონტროლებლად, რომლებიც შესაძლოა მცენარეებს გაუჩნდეს, მათ შორის მწერები, სარეველა, სოკო და ა.შ… იმდენად, რამდენადაც პესტიციდების გამოყენება ტრადიციულ მეურნეობაში საჭიროა, ისინი ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურ საფრთხესაც წარმოადგენენ. პესტიციდებმა შესაძლოა მრავალი გვერდითი მოვლენა გამოიწვიოს, მათ შორისაა სიმსივნე და ეფექტები იმუნურ, ნერვულ ან რეპროდუქციულ სისტემებზე.

ვერტიკალური ფერმა უპესტიციდო პროდუქტის მოყვანას შესაძლებელს ხდის.

შემცირებული ტრანსპორტირების ხარჯები

საკვების ტრანსპორტირება მარტივი სულაც არ არის, განსაკუთრებით მაშინ თუ ვსაუბრობთ მცენარეულ პროდუქტებზე, რომლებიც ჩვენთან მოსაღწევად ქვეყნებს, ოკეანეებსა და კონტინენტებს გადაივლიან. 

მცენარეების ზრდა ვერტიკალურ ფერმაში პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი და მაშინ, როდესაც მომხმარებელი ახლოს ცხოვრობს, პროდუქტი დანიშნულების ადგილზე მის უახლეს ფორმაში ტრანსპორტირების ხარჯების შემცირების პარალელურად მიდის, რაც ძალიან სარგებლიანი და ეკო-მეგობრულიცაა.

არის თუ არა ვერტიკალური ფერმა გამოსავალი? 

ვერტიკალური მეურნეობა შესაძლოა იყოს პასუხი იმ პრობლემებზე, რომლებთანაც გამკლავება ყოველდღიურად გვიწევს და მომავალში მათ მხოლოდ გამწვავებას თუ ვივარაუდებთ. ვერტიკალური ფერმა ეკო-მეგობრული და უამრავი სარგებლის მომტანია, თუ გავითვალისწინებთ წყლის მცირე რაოდენობით გამოყენებას, პატარა სივრცის დაკავებასა და დედა ბუნებისაგან დამოუკიდებლობას. ურბანულმა მეურნეობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს უდიდესი პრობლემის გადაჭრაში, რაც მუდმივად მზრდადი მოსახლეობის უწყვეტ და ხელმისაწვდომ გამოკვებას გულისხმობს, ამიტომ მეტი პრაქტიკის დახმარებით ვერტიკალური მეურნეობა შესაძლოა ახალ ნორმადაც ჩამოყალიბდეს.