საიდან იღებს სათავეს ვერტიკალური ფერმის იდეა?

მიუხედავად იმისა, რომ ვერტიკალური ფერმა შესაძლოა ბევრისათვის სიახლეს წარმოადგენდეს, ეს იდეა ახალი სულაც არ არის. სამხრეთ ამერიკელი ადგილობრივი მაცხოვრებლები საკვების ვერტიკალურად ზრდის მეთოდებს უძველესი დროიდან აღმოსავლეთ აზიელების მსგავსად იყენებდნენ, რომლებიც ბრინჯის ტერასებს მსგავსი პრინციპებით დღემდე აშენებენ.

ამერიკელმა გეოლოგმა, გილბერტ ელის ბეილიმ, “ვერტიკალური ფერმის“ ტერმინი 1915 წელს პირველად დაამკვიდრა. მას შემდეგ, განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნის დასასრულიდან, ეს კონცეფცია რეგულარულად გადახედვის საგანად იქცა მეცნიერებსა და არქიტექტორებში.

როგორ გაჩნდა ვერტიკალური ფერმის კონცეფცია? 

მეოცე საუკუნის დასაწყისში ფერმერებმა აგროკულტურის მორგებულ გარემოში გადატანის პრინციპების შემუშავება დაიწყეს, რაც მცენარეების შუშის შენობით დაცვას გულისხმობდა. შემდეგ წლებში სათბურის იდეა კიდევ უფრო განვითარდა და დაიხვეწა.

თუმცა, სათბურებთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა კლიმატის ცვლილებებში გამოიხატება, რაც, ხშირად, მცენარეების ზრდას ხელს უშლის. საბოლოოდ, მსგავს საკვებ პროდუქტში გემოვნური თვისებებისა და ნუტრიენტების დაკარგვა თვალსაჩინო ხდება. 

მეცნიერებმა ამ პრობლემაზე მუშაობა იდეალური პირობების ჩამოყალიბებით, ტემპერატურისა და CO2-ის მანიპულირებით გადაწყვიტეს, რათა ზრდა ზამთრის დღეებშიც შეუფერხებლად გაგრძელებულიყო. 1970-იანი წლების დასაწყისში მცენარეების ზრდა ნიადაგის გარეშეც კი დაიწყო, რის დამსახურებითაც აგროკულტურის სათბურის ეფექტი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ვერტიკალური ზრდა

ექიმი დიქსონ დესპომიერის სასწავლო ჯგუფმა 1999 წელს ვერტიკალური ფერმის თეორია გარემოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, უფრო კონკრეტულად კი, საკვების ზრდის პრობლემის გადასაჭრელად ჩამოაყალიბა. პროფესორისა და მისი სტუდენტების თავდაპირველი კონცეფცია “სახურავის ფერმა“ იყო. სტუდენტების გამოთვლით, სახურავზე გაშენებული ბრინჯის ტერასების მეშვეობით ისინი მანჰეტენის მოსახლეობის 2%-ის გამოკვებას შეძლებდნენ. თუ სახურავის იდეა არ იმუშავებდა, დესპომიერი დაფიქრდა, რომ მცენარეების ზრდა მათ შენობებშიც შეეძლოთ, მით უმეტეს, რომ ამის პრაქტიკა უკვე არსებობდა. 

მანჰეტენი, მისი უამრავი ცარიელი შენობის დამსახურებით, იდეალური ადგილი იყო ამ კონცეფციის გამოსაცდელად. დესპომიერის სტუდენტებზე დაყრდნობით, ერთ 30 სართულიან ვერტიკალურ ფერმას 50,000 ადამიანის გამოკვება შეეძლო. მათი გამოთვლებით 160 იდენტურ შენობას, ამინდისა და კლიმატის მიუხედავად, მთლიანი ნიუ-იორკის გამოკვება მთელი წლის განმავლობაში შეეძლო.

კონტროლირებადი აგროკულტურა

მოგვიანებით, ვერტიკალურ მეურნეობაში ტექნოლოგიური სიახლეები, კონკრეტულად ჰიდროფონიკა და ხელოვნური განათება ზრდის პირობების გასაუმჯობესებლად დამკვიდრდა, გასულ წლებში კი სათბურებში LED განათების გამოყენებაც აქტიურად დაიწყო. ეს ყველაფერი მცენარეების შენობაში ზრდას ამარტივებს. 

თუმცა, მეცნიერები აქ არ გაჩერებულან, რადგან გრძელვადიან პერიოდში მცენარეების მანიპულირება და მათი მოდიფიკაცია გარემოსთან მოსარგებად არ იქნებოდა გონივრული. ამის გამო, მათ კონტროლირებადი გარემოს სისტემა შეიმუშავეს, რაც მცენარის ზრდისათვის საჭირო პირობებს ხელმისაწვდომს ხდის; ეს ინოვაცია კონტროლირებადი აგროკულტურის სახელითაა ცნობილი.

რატომ ვერტიკალური ფერმა?

გაეროზე დაყრდნობით, მსოფლიო მოსახლეობა 2050 წლისათვის 9 მილიარდს გადააჭარბებს. სოფლის მეურნეობის ახლანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, გაზრდილი მოსახლეობის გამოსაკვებად სამხრეთ ამერიკის სიდიდის ტერიტორია იქნება საჭირო. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ტრადიციული აგროკულტურის ლიმიტები ამოიწურა. ამას გარდა, მსოფლიო საკვების ზრდისათვის გამოყენებული მიწების დიდი ნაწილი უკვე დეგრადირდა, რაც მათ ხელახლა გამოყენებას შეუძლებელს ხდის. 

ვერტიკალურ ფერმას მსოფლიო შიმშილის დამარცხებაში თავისი წვლილის შეტანა მცენარეების დიდი რაოდენობის პატარა სივრცეში მოყვანით შეუძლია.