რა დადებითი მხარეები აქვს მცენარეების ჰიდროფონიკით ზრდას?

 მიუხედავად მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, მცენარის ზრდის მეთოდებს შორის ჰიდროფონიკამ განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო 20 წელია რაც მოიპოვა. თუმცა, დროის ცვლილებამ ჰიდროფონიკის უკეთ ათვისებისა და მისი აგრომეურნეობაში ინტეგრირების საშუალება მოგვცა.

რა არის ჰიდროფონიკა?

ჰიდროფონიკით მცენარის ზრდის მთავარი პრინციპი ნიადაგის წყლით ჩანაცვლებაა. წყლის იმ ნუტრიენტებით გაჯერება ხდება, რომლებიც მცენარის ჯანსაღი ზრდისთვისაა საჭირო. ასეთი ნივთიერებებია აზოტი, ფოსფორი, კალციუმი და კალიუმი, თუმცა ნივთიერებები მცენარეების საჭიროებების მიხედვით განსხვავდება.

ჰიდროფონიკა რიგი მიზეზების გამო აგრომეურნეობის მომავალია:

1. ჰიდროფონიკის სისტემა ფერმერებს თავიანთ მცენარეებზე სრულ კონტროლს ანიჭებს

ჰიდროფონიკის დახმარებით ფერმერებს pH-ისა და ნუტრიენტების კონტროლი შეუძლიათ, იმაში დასარწმუნებლად, რომ მცენარეები მათი ზრდისათვის საჭირო ნივთიერებებს იღებენ. ჰიდროფონიკის სისტემა დახურულია, რომელშიც წყლის ცირკულირება გამუდმებით მიმდინარეობს. ფერმერებს ტემპერატურისა და სინათლის კონტროლიც შეუძლიათ, მცენარეთა ზრდის მაქსიმიზაციისთვის. ჰიდროფონიკა საშუალებას გვაძლევს, რომ აგრომეურნეობას ხელი მივყოთ იმ ადგილებშიც კი, სადაც ნიადაგი მცირე რაოდენობით, ან უნაყოფოა.

2. წყლის ნაკლები გამოყენება

მცენარეების ჰიდროფონიკით ზრდისას ისეთი რესურსების გამოყენება, როგორებიცაა წყალი და სასუქი მცირე რაოდენობით ხდება. ტრადიციულ ფერმებში წყალი ძალიან დიდი რაოდენობით იფლანგება. ჰიდროფონიკით კი, გამოყენებული წყლის მხოლოდ 0.1% შეიწოვება მცენარის ფესვებში. შედეგად, გამოუყენებელი წყალი სისტემას უბრუნდება და ის მუდმივად ცირკულირებს. 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 71%-ს აქვს წდომა სასმელად ვარგის წყალზე. 2025 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი წყლის დეფიციტში იცხოვრებს.

3. სივრცის ოპტიმალური გამოყენება

ჰიდროფონიკით გაზრდილი მცენარეები, ნიადაგზე გაზრდილ ხილთან და ბოსტნეულთან შედარებით, ბევრად ნაკლებ სივრცეს საჭიროებენ. თუ ჰიდროფონიკის მეთოდებს ვერტიკალურ მეურნეობაში გამოვიყენებთ, შედეგად, ტრადიციულ ფერმებთან შედარებით, 99%-ით ნაკლებ ტერიტორიას გამოვიყენებთ.

ჰიდროფონიკით მოყვანილი მცენარეები ნაკლებ გავლენას ახდენენ გარემოზე, იქედან გამომდინარე, რომ მათი ფესვები ნიადაგში ნუტრიენტებისა და წყლის მოსაპოვებლად არ იშლება. ჰიდროფონიკის გამოყენებით ნივთიერებები და წყალი ფესვებს პერიოდულად ან გამუდმებით მიეწოდება.

4. მცენარეების უფრო დიდი რაოდენობით ზრდა

იდეალური გარემოს შექმნით მცენარეები ნივთიერებების სწორ რაოდენობას ითვისებენ. აქედან გამომდინარე, მოსავალი მთელი წლის განმავლობაში, უწყვეტად მიიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჰიდროფონიკის საშუალებით მცენარეების ბევრად დიდი რაოდენობის მიღებაა შესაძლებელი ტრადიციულ მეურნეობასთან შედარებით.

5. უფრო მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი

როდესაც საქმე ხილს და ბოსტნეულს ეხება, უახლესად მოკრეფილი პროდუქტი ყოველთვის საუკეთესოა. ძალიან მცირეა ისეთი ტერიტორიების რაოდენობა, სადაც კლიმატიდან გამომდინარე და ტემპერატურისა და ნიადაგის პირობების გათვალისწინებით მცენარეების ზრდა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

ტრადიციულ მეურნეობაში მიღებულია მცენარეების დამწიფებამდე კრეფვა და მათი საწყობში მოთავსება. მათ დასამწიფებლად ეთილენის აირიც ხშირად გამოიყენება.

საკვები პროდუქტი, რომელიც ნატურალურად მწიფდება უფრო მდიდარია ნუტრიენტებით და განსაკუთრებული გემოთიც გამოირჩევა. მცენარეების ზრდა ჰიდროფონიკის მეშვეობით ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. იქედან გამომდინარე, რომ მათი ტრანსპორტირება დიდ მანძილზე არ ხდება, ხილისა და ბოსტნეულის მოკრეფვა მათი მაქსიმალური სიმწიფისას არის შესაძლებელი.

როგორც ხედავთ, ჰიდროფონიკის ზრდის მეთოდს უამრავი დადებითი მხარე გააჩნია. სფეისფარმსში უპესტიციდო საკვები სწრაფად და უსაფრთხოდ სწორედ ჰიდროფონიკის გამოყენებით მოგვყავს, რომელთა შეძენაც ჩვენს ვებ-საიტზეა შესაძლებელი.