ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ როგორი იქნებოდა მაღაზიებში ახალი ბოსტნეულისა და ხილის უშუალოდ მოყვანის ადგილიდან შეძენა? ურბანულად მოყვანილი პროდუქტების ხარჯზე მცირდება ემისიები, წყლის გამოყენება, ნარჩენები და ტრანსპორტირების ხარჯები. ურბანულ ფერმებს ქალაქების ეკო-მეგობრულობაში უდიდესი წვლილი შეაქვთ.
რამდენად არის ეს შესაძლებელი?
წარმოგიდგენთ სფოთს – მოდულარული ფერმა, რომლის კონტროლიც wireless network-ის საშუალებით 24 საათის განმავლობაში ხდება, ისეთი ელემენტების ცვლილებების ხარჯზე, როგორებიცაა ტემპერატურა, ტენიანობა, საკვები ნივთიერებები და სხვა. სფოთის დახმარებით მცენარეები კონტროლირებად გარემოში გაიზრდებიან, სადაც პესტიციდებისა და ჰერბიციდების გამოყენება არ ხდება.
სფოთის მთავარი მიზანი მომხმარებლამდე საკვები პროდუქტის ტრანსპორტირების გარეშე მიტანა, ჯანსაღი მცენარეების მოყვანა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაა, რასაც მოდულარული ფერმა ენერგიისა და წყლის დაზოგვით ახერხებს. მეტი ურბანული მეურნეობა ქალაქში ნიშნავს პროდუქტის ნაკლებ ტრანსპორტირებასა და ემისიების შემცირებას, რაც ბუნებრივად ამცირებს აგრიკულტურის ნახშირბადის ნაკვალევს.
სფეისფარმს სფოთების განლაგება შესაძლებელია ერთ დიდ ფერმად, ან ინდივიდუალურად სხვადასხვა ობიექტებზე, მათ შორის სუპერმარკეტებში, რესტორნებში, სასტუმროებში, სამშენებლო კომპლექსებში და ა.შ., სადაც მომხმარებლები უახლესი პროდუქტის მიღებას მისი მოყვანის ადგილიდან, ფესვებიანად შეძლებენ, რის გამოც მცენარეს ჯანსაღი ნუტრიენტები მის გამოყენებამდე შეუნარჩუნდება. მარტივად რომ ვთქვათ – ფერმერობა ბევრად მარტივი ხდება, რადგან სფოთი ჯანსაღი პროდუქტის მოსაყვანად არ საჭიროებს მიწას, ნაყოფიერ ნიადაგს და საათობრივ მუშაობას.
პროცესი გამჭირვალეა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ მცენარის ზრდის თითოეულ ეტაპს.
სფოთის პირველი პროტოტიპი 2 კვ.მ.-ს იკავებს და სეზონის მიუხედავად სტაბილურად მოჰყავს 15-20 კგ მოსავალი, მთელი წლის განმავლობაში, პესტიციდებისა და ჰერბიციდების გარეშე, ადამიანის მინიმალური ჩართულობითა და ნაკლები დანახარჯებით. ტრადიციული ფერმისაგან განსხვავებით, სფოთით ზრდა უფრო პროგნოზირებადია, რადგან მასზე გარე ფაქტორები, როგორიცაა ამინდი, გავლენას ვერ ახდენს.
მოდულარული ფერმით დაინტერესებულ ადამიანებსა და ბიზნესებს სფეისფარმსი ტექნიკურ დახმარებასა და კონსულტაციურ სერვისებს გაუწევს.
ვფიქრობთ, რომ სფოთი შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას აგრიკულტურის მიმართ, რადგან მისი საშუალებით მოსავალს ეკო-მეგობრულობისა და შემცირებული ემისიების ხარჯზე გავზრდით.