ტექნოლოგია და აგრომეურნეობა

დღევანდელ აგრომეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეკო-მეგობრულობისა და ბიზნესის გამჭირვალობის საკითხის წინ წამოწევა სოფლის მეურნეობაში შესაბამისი ცვლილებების გატარებას მოითხოვს.

აგროკულტურულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა რეგულირებადი გარემო, მოტორიზებული ან ავტომატიზირებული დანადგარები და ახალი ბიოტექნოლოგიური მიდგომები, აგრომეურნეობის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ. შემცირებული პესტიციდების, სასუქებისა და წყლის გამოყენება პროდუქტის მოყვანის ხარჯებს, ისევე, როგორც ბუნებრივ ეკოსისტემებზე უარყოფით გავლენას მნიშვნელოვნად ამცირებს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ არის თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით აგრომეურნეობის სწრაფი განვითარება შესაძლებელი.

1. სმარტფონებისა და კომპიუტერების დახმარებით საირიგაციო სისტემების კონტროლი

საირიგაციო სისტემების მონიტორინგი და კონტროლი სმარტფონებისა და კომპიუტერების დახმარებითაა შესაძლებელი. იმის ნაცვლად, რომ ფერმერმა თითეული ნერგი თავად შეამოწმოს, თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით მას სისტემის მართვა დისტანციურად შეუძლია. მიწაში არსებული სენსორების საშუალებით ფერმერები მუდმივად განახლებად ინფორმაციას იღებენ ტენიანობაზე და ხელახლა მორწყვის საჭიროებებზე.

2. . მცენარეების სენსორები

სენსორების დახმარებით ფერმერებს მცენარისათვის სასუქის სწორი რაოდენობით მიცემა შეუძლიათ. სენსორების გამოყენებით ბოსტნეულის კონკრეტული მდგომარეობის გამოკვლევა ხდება, რაც მცენარის გამოტუტვისა და გამოფიტვის რისკს მინიმუმამდე ამცირებს. იმის ნაცვლად, რომ სასუქის საჭირო რაოდენობა წინასწარ განისაზღვროს, სენსორების წყალობით ინფორმაცია უშუალოდ დანადგარს გადაეცემა, რაც მათ მცენარეების სწორ მომარაგებას უზრუნველყოფს. 

3. რეგულირებადი გარემოს მეშვეობით მცენარეების უწყვეტი ზრდა (CEA)

რეგულირებადი გარემოს მეშვეობით, ვერტიკალურ ფერმებს ჯანსაღი, უპესტიციდო საკვების მოყვანა მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად შეუძლიათ. მცენარეები გარემო ფაქტორებისაგან იზოლირებულად იზრდებიან, სადაც პესტიციდების მიწოდება შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ რეგულირებადი გარემო მხოლოდ ვერტიკალურ ფერმის ასოციაციას იწვევს, მისი გამოყენება ჰორიზონტალურ, ტრადიციულ ფერმებშიცაა შესაძლებელი. ჟანგბადი, ტემპერატურა, ნახშირორჟანგი, სინათლე, ტენიანობა, pH, წყალი, საკვები ნივთიერებები – ვერტიკალურ ფერმაში თითოეული ელემენტი სენსორების საშუალებით კონტროლირდება.

სფეისფარმსში უახლესი საკვები პროდუქტი ჭკვიანი ტექნოლოგიების წყალობითაა ხელმისაწვდომი, რაც გარემოზე სრულ კონტროლს გვანიჭებს. მცენარის ზრდისთვის იდეალურ პირობებს ვენტილაციის, წყლის ცირკულირების, სინათლის რაოდენობის, ტემპერატურის, საკვები ნივთიერებებისა და ტენიანობის კონტროლით ვქმნით, რაც ახალი, უპესტიციდო და ჯანსაღი ბოსტნეულის შეუფერხებლად მოყვანის საშუალებას გვაძლევს.