ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით სრულად ვაკონტროლებთ იმ გარემოს, სადაც მწვანილი და ბოსტნეული იზრდება. ვენტილაციის, (HVAC) წყლის ცირკულირების, საკვები ნივთიერებების, ტემპერატურის, ტენიანობის, ნახჟირორჟანგის ემისიის, სინათლის რაოდენობისა და ინტენსიურობის რეგულირებით, ჩვენ ვქმნით საუკეთესო გარემოს ჯანსაღი და მაღალი ხარისხის პროდუქციის მოსაყვანად.
სფეისფარმს სფოთს – აგროკულტურის
ეკო მეგობრული მომავალი
ახალი სიტყვა საქართველოს
მდგრადი წარმოების სფეროში
როგორ იქმნება სფეისფარმსი
Პროგრამული უზრუნველყოფისათვის სფეისფარმსში ქლაუდ ტექნოლოგიას ვიყენებთ. ხარისხის, უსაფრთხოებისა და ტემპერატურის მართვა გვაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად მოვერგოთ, გავაუმჯობესოთ და შევინარჩუნოთ მეურნეობის შიგნით არსებული გარემო. ქლაუდ ტექნოლოგია აკონტროლებს ჩვენს მონაცემთა ბაზას და გვირჩევს მცენარეების ოპტიმალური ზრდისათვის არსებულ საუკეთესო გზებს.
ჩვენი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქიმიკატების გარეშე იზრდება. Სრულად რეგულირებად გარემოში ჩვენს პროდუქციაზე მაქსიმალური ზრუნვით, ყველა სასარგებლო საკვები ნივთიერება ხელუხლებელი რჩება. ცოცხალი მცენარეების ფესვიანად შეძენისა და მოვლის უპირატესობა ისაა, რომ ის ყველა სასარგებლო და გემოვნურ თვისებასა და სურნელს ინარჩუნებს. ქიმიური პესტიციდებისგან სრულად დაცული, ცოცხალი და ჯანმრთელი პროდუქციის გასინჯვისას სხვაობა შეუმჩნეველი არავისთვის რჩება.