სასარგებლო ცხიმების, ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალების მარტივად ასათვისებლად გიზიარებთ უგემრიელეს smoothie რეცეპტებს.
რეცეპტები შექმნილია ექსკლუზიურად სფეისფარმსისთვის სარა ლაგოს მიერ.
ციტრუსის სმუზი
აიღეთ:
- 3/4 მანგო
- 1 კივი
- მცირეოდენი სფეისფარმსის მიკრომწვანილების მიქსი
- რამდენიმე ფოთოლი სფეისფარმსის ბაზილიკი
- 5 ცალი ნუში
მოათავსეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ბლენდერში, დაამატეთ 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი და დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ერთჯეროვან მასას.
ბაზილიკი არის გაჯერებული K ვიტამინით. მანგო და კივი ორივე კალიუმის შესანიშნავი წყაროა, აუმჯობესებს კუნთების ფუნქციონირებასა და სხეულის ნერვულ სისტემას აძლიერებს. ნუში კი შეიცავს უამრავ ჯანსაღ ცხიმს, ბოჭკოს, ცილას, მაგნიუმს და ვიტამინ E- ს.
კენკრის სმუზი
აიღეთ:
- სფეისფარმსის მწვანე და წითელი ბაზილიკი (5-5 ცალი)
- ერთი მუჭა სფეისფარმსის მიკრომწვანილების მიქსი
- კენკრის მიქსი
- 1 მწიფე ბანანი
- კოჭას პატარა ნაჭერი
მოათავსეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ბლენდერში, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი და დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ერთჯეროვან მასას.
მწვანე სმუზი
აიღეთ:
- სფეისფარმსის მწვანე ბაზილიკი (3-4 ფოთოლი)
- სვის ჩარდის 2 დიდი ფოთოლი
- 4-5 მიზუნას ღერო
- 1 პატარა ბანანი
- 1 ნაჭერი ანანასი
- ნახევარი ავოკადო
მოათავსეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ბლენდერში, დაამატეთ 250 გრამი წყალი და დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ერთჯეროვან მასას.
სტაფილოს სმუზი
აიღეთ:
- 2 პატარა სტაფილო
- 1/2 ბანანი
- 1 სუფრის კოვზი მიწისთხილის კარაქი
- სფეისფარმსის მიკრომწვანილების მიქსი (ერთი მუჭა)
- სფეისფარმსის 5-6 ღერო ცხარე რუკოლა
- სვის ჩარდი (2 ფოთოლი)
- ცოტაოდენი დარიჩინი
მოათავსეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ბლენდერში, დაამატეთ 250-300 გრამი რძე და დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ერთჯეროვან მასას.